საქართველოს დედაქალაქი თბილისი მნიშვნელოვანი ცენტრია არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში. იგი მდებარეობს ისტორიული აბრეშუმის გზაზე. საქართველოს უკავია სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ის წარმოადგენს გზაჯვარედინს რუსეთს , თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ევროპასა და აზიის -ქრისტიან და ისლამისტურ სამყაროებს შორის. თბილისი, როგორც ურბანული ცენტრი, მთავარ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და სერვისებში. ქვეყნის ფარგლებში, თბილისი არის ყველაზე დიდი ქალაქი და საქართველოს დედაქალაქი. იგი არის საქართველოს პოლიტიკური და საქმიანი ცხოვრების ცენტრი. 16 საუკუნოვან ქალაქში აღმოსავლური და დასავლური კულტურები, ახალი და ძველი, ტრადიციები და ინოვაციები უნიკალურად ეწყმის ერთმანეთს.
2002 წლიდან თბილისის მოსახლეობის რაოდენობა ჩვეულებრივი რიცხობრივი მაჩვენებლებით იზრდება. 2007 წლის იანვრისათვის თბილისის მოსახლეობის რიცხვმა მიაღწია 1.103 მილიონს. ეს კი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მეოთხედია. თბილისის მოსახლეობის 15.2 % არა ეთნიკური ქართველია, მათგან უმრავლესობას სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და ოსები წარმოადგენენ, თბილისი გადაჭიმულია 33 კილომეტრზე მდინარე მტკვრის გასწვრივ. მას უჭირავს 500 კვადრატული კილომეტრიც ფართობი. მტკვარი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. მარცხენა, მარჯვენა სანაპიროს, როგორც ტერიტორიით ასევე მოსახლეობითაც სჭარბობს. 2007 წლის დასაწყისში, თბილისის არეალი გაფართოვდა, შემოიერთა რა მეზობელი ტერიტორიები. ამის შედეგად ბაზარზე უფრო მეტი კომერციული და საბინაო მიწის ფართობი გამოჩნდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია თბილისისათვის, რომ ის იქცეს მეტროპოლისად. (1800 კვადრატული კილომეტრი).
თბილისის ისტორია კარგდაა შემონახული არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებში და შენობებში, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება. მე-5 სუკუნეში დაარსებული ქალაქის თბილისის სახელი წარმოიშვა სიტყვა "თბილიდან”, რომელიც უკავშირდება ცხელ სამკურნალო წყაროებს, ეს წყლები დღესაც არის ქალაქში. კავკასიის რეგიონის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი წარმოადგენს აღმოსავლურ და დასავლური კულტურის და რელიგიების ნაზავს. ძველ თბილისიში, ქრისტიანული ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი ერთმანეთისგან 500 მეტრის მანძილზე მდებარეობს და ისინი ასე თანაარსებობდნენ საუკუნეების მანძილზე.
ვიწრო ქუჩები, შესახვევები, გუმბათიანი ეკლესიები, კაფეებიანი ქუჩები და ფართო ქუჩებზე ღვინის მარნები ქმნიან ახალი და ძველი სტილის უნიკალურ კომბინაციას. ამჟამად თბილისში მშენებლობის, განათლების, კვლევების, ტურიზმის და სპორტის ბუმია, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს, ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ისინი ებმებიან თბილისის ცხოვრების რიტმში, დებენ ინვესტიციებს, ისვენებენ და სწავლობენ ქალაქის უნიკალურ შესაძლებლობებს. ევროპასა და აზიაში არის მრავალი დედაქალაქი, რომელებითაც ერთი ნახვით მოიხიბლებით, თბილისი მათ შორის ერთ-ერთია.
წყარო:http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3215
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/50180-thbilisshi-tsamyvani-uckho-ena-rusulia.html?add=1
No comments:
Post a Comment