თბილისის მეტროპოლიტენი


     1951 წლის 29 სექტემბერს ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, მხოლოდ 1952 წლის იანვარში იქნა ჩამოყალიბებული თბილისის მეტრომშენის სამმართველო. 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება. 1962 წელს იქნა შექმნილი მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია, 1965 წლის 8 თებერვლის სამმართველოს მინისტრთა საბჭო №78 დადგენილებით ტბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო. 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სავადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, გიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო იქნა გარდაქმნილი თბილგვირაბმშენად. 1959 წელს იქნა განახლებული მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა და 1966 წლის 11 იანვარს იქნა ჩაბარებული ექსპლოატაციაში პირველი რიგის პირველი უბანი ოთხი სადგურით რომლის სიგრძე 6,3 კმ იყო სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე. 1967 წლის მარტის თვიდან იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე - ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბე”-ში. ამავე წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის მაშინდელი სადგურ ”ოქტომბერი”-ს (ამჟამინდერი ”ნაძალადევი” ) მშენებლობის დამთავრების სემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა. 1971 წლის მაისის თვეში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით. 1979 წლის სექტემბერში შევიდა ექსპლოატაციაში მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი. 1985 წლის ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის ”დიდუბე”-ის სადგურიდან სადგურ ”თემქა”-მდე(ამჟამინდელი ”გურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურ ”სამგორი”-დან სადგურ ”ვარკეთილი”-მდე.მხოლოდ 1989 წლის იანვარში კიდევ ერთი სადგური ”ახმეტელის თეატრი”. 2002 წელს გაშვებული იქნა ექსპლოატაციაში ერთი უბანი ”გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით. დღეისთვის არ არის ცნობილი მეორე გვირაბის ექსპლოატაციაში შეყვანის ვადები. მეტროპოლიტენის ხაზები ძირითადად მიწისქვეშაა, გამონაკლის შეადგენს სამკილომეტრიანი მიწის ზედა უბანი რომელიც იწყება ”დიდუბის სადგურიდან და მთავრდება სადგურ ”ელექტროდეპოთი”. მეტროპოლიტენის გამტარუნარიანობა და მისი მოწყობილობები დაპროექტებულია ხუთვაგონიან შემადგენლობებზე 36 წყვილ მატარებელზე საათში. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ბატონები: ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ.კოპლატაძე. მეტროპოლიტენი მგზავრებს ღებულობს დილის 6 საათიდან ღამის 24 საათამდე. მეტროპოლიტენის ტექნიკური აღ მეტროპოლიტენებისა.




თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვისლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ელექტრო დეპო“ და „გლდანის დეპო“.
2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა[1]. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება ორივე ხაზზე. ერთი მგზავრობის საფასური 50 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[2]. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 1:00-მდე, ვაგონთა შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებით.
ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. 2005 წლიდან თბილისის მეტროს გენერალური დირექტორია ზურაბ კიკალიშვილი.
სისტემას სამომავლოდ განვითარების მასშტაბური გეგმა აქვს. მასში შედის მესამე ხაზის დამატება, რომელიც ვაკის რაიონს მოიცავს. ამით მას ტიპიური საბჭოთა ქალაქის სამკუთხა სამხაზიანი ცენტრში გადაკვეთილი ექვს ფრთიანი განლაგება ექნება. თუმცა მშენებარე სადგურების უმრაველოსობა ჯერჯერობით გაყინულია.

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98

http://www.tmtu.ge/geo/metro.php







No comments:

Post a Comment